Thursday, March 5, 2015

ინტელის პროექტი

"ქართულ-ინგლისური ურთიერთობები"
ტრენინგები რომელსაც ბატონი ავთანდილ ცნობილაძე ხელმძღვანელობდა მეტად საინტერესო  და საყურადღებო იყო.განსაკუთრებით კი ტრენინგის დასასრული.თითოეულმა წარმოვადგინეთ ჩვენი საპრეზენტაციო მასალა,შევიძინე ცოდნა და გამოცდილება,ბლოგის შექმნა,სურათებისა და ჩანართების დამატება ,ბროშურისა და გაზეთის დაწერა-პროექტის დაგეგმვა და სხვა.მიღებული ცოდნა დამეხმარება მომავალში უკეთ დავგეგმო და განვახორციელო პროექტები და სასწავლო პროცესი.

Wednesday, October 17, 2012

პროექტის  სახელწოდება : ამერიკის  შეერთებული  შტატების  გაცნობა -კულტურა და ტრადიციები  .

 პროექტის  მთავარი  იდეა : ამერიკის  შეერთებული შტატების  ტრადიციების და       კულტურის  გაცნობა და ქართულ კულტურასთან  პარალელების  გავლება.
 პროექტის აქტუალურობა : მოსწავლეები  გაიღრმავებენ ცოდნას  .მათთვის აქტუალური იქნება  ცოდნის  მიღების  მეთოდი " სწავლა კეთებით ". პროექტი  პოპულარიზაციას გაუწევს  ამერიკის  კულტურის  შესწავლას . 

პროექტის  მიზნები :  პროექტის მიზანია  მოსწავლეთა მოტივაციის  ამაღლება  ამერიკის შეერთებული  შტატების  ტრადიციებისა და  კულტურის  თემაზე .

მოსწავლეთა ასაკი  :  15-16  წ წ.

ვადები /ხანგრძლივობა :   2   კვირა

მოსალოდნელი   შედეგები :მოსწავლეები  დაეუფლებიან  სხვადასხვა  უნარ-ჩვევებს  და  გაიღრმავებენ  ცოდნას საკითში.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები :სახელმძღვანელო ,ინტერნეტი, პოსტერები,ბარათები,კომპიუტერი.

პროექტის  მსვლელობა : მოსწავლეები შექმნიან  ჯგუფებს და  იმუშავებენ  სხვადასხვა  წყაროებიდან  მასალების  მოძიებაზე .შექმნიან  პოსტერებს  სადაც  განათავსებენ  მოძიებულ  მასალას.წარმოადგენენ ინპორმაციას  ამერიკის  კულტურის  შესახებ.

პროექტის  ხელმძღვანელი :   ფ. პაპიძე

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა : patipapidze@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი : papidze04.blogspot.com